The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ თორდია

ვახტანგ თორდია
Date of birth:25 January, 1953  (72 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა კიევის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1975 წელს.

1975-1982წწ. იყო უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი; 1982-1983წწ. აფხაზეთის სახელმწიფოს უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის მასწავლებელი; 1983-1985წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფროსი კონსულტანტი; 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარის უფლებამოსილების შემსრულებელი; 1999 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე; 2005 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე; 2006 წლიდან სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2009-2010 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში; 2009-2012წწ. საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის კონსულტანტი; 2009 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია. მინიჭებული აქვს მოსამართლის პირველი საკვალიფიკაციო კლასი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 147; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Member of Organizations

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო, წევრი (1997-2005)
  • საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია, წევრი (2009-2010)
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (1997-2005)
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2013-)
  • საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი (2006-2009)
  • საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი, წევრი (2006-2009)
  • საქართველოს სახელმწიფო საკონსულტაციო კომისია, წევრი (1993-1995)
  • საქართველოს უზენაესი სასამართლო, წევრი (1985-1991)
  • სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წევრი (2009-2010)

Awards and Honors

  • 2009 - მსოფლიო იურისტთა ასოციაციის საყოველთაო აღიარების სერთიფიკატი, მართლმსაჯულების სფეროში გაწეული ღვაწლისთის
  • 2003 - უკრაინის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშანი
  • 2003 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: