Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგი თოთიბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება 1953 წელს. 1953-1954წწ. იყო თბილისის მულტფილმების სტუდიის მთავარი მხატვარი; 1954-1956 და 1957-1965წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი; 1965-1971წწ. დოცენტი; 1972-1982წწ. რექტორი; 1982-1990წწ. საკავშირო სამხატვრო აკადემიის თბილისის ფერწერისა და გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნოების ხელმძღვანელი; 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. ავტორია ნამუშევრებისა: "სამგორის ახალ მიწაზე", "ცეკვა", "სტუდენტები-გაზაფხული", "კახელი მევენახეები" "მიხეილ მამულაშვილის პორტრეტი" და სხვ. გრაფიკული ტილოებისა: "გაზაფხული თბილისში", "შემოდგომა ვერაზე", "მეტეხის პლატო" და სხვ; ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 146; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.81-82; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |