შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია გოთუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს. 1981–1983წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1984–1987წწ. მორფოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების ასპირანტი; 1984–1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1993–1997წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და კლინიკური იმუნოგენეტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1997–1999წწ. იმავე განყოფილების გამგე, შვეიცარია–საქართველოს ერთობლივი სამედიცინო ცენტრის "ციტოს" კლინიკური ხელმძღვანელი; 1992 წლიდან ასთმისა და ალერგიის საქართველოს საგანმანათლებლო და პრევენციის კლუბის ხელმძღვანელი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის და 5 რაციონალური წინადადების. არის ექიმი–ალერგოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "HLA– ანტიგენებისა და ჰუმორული იმუნიტეტის ზოგიერთი მაჩვენებლის გამოკვლევა სასუნთქი გზების ალერგოზების მქონე ქართველ ავადმყოფებში", დაიცვა 1987 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოში ბრონქული ასთმის განვითარების იმუნოგენეტიკური პროგნოზირება და პრევენციული მკურნალობის ორგანიზაცია", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.75–76 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |