The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა გოლეთიანი

მამუკა გოლეთიანი
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცაგერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1981–1982წწ. იყო თბილისის N1 საავადმყოფოს III ქირურგიული განყოფილების ინტერნი; 1982–1986წწ. ცაგერის რაიონული საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1986–1989წწ. უკრაინის (ქ. ხარკოვი) ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ორდინატორი, დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი; 1989–1992წწ. თბილისის N8 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1992 წლიდან არის ქალაქის N1 კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის კლინიკის ქირურგ–ასისტენტი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის. არის ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლგარეშე სანაღვლე გზების მასტენოზირებული და მაობლიტირებელი დაავადებების ქირურგიული მკურნალობა ხანშიშესულთა და მოხუცთა ასაკში", დაიცვა 1990 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.77

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • ქირურგთა განვითარების საქველმოქმედო ფონდი, წევრი

გააზიარე: