შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გონჯილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა თიანეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1952 წელს. 1955–1956წწ. იყო გუდაუთის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1956–1965წწ. გორის ბამბეულ ქსოვილთა კომბინატის სამედიცინო სანიტარული ნაწილის წამყვანი ქირურგი; 1965–1969წწ. გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების გამგე; 1969–1972წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიული კლინიკის ასისტენტი; 1972–1981წწ. ჰემატოლოგიისა და ტრანსფიზიოლოგიის ინსტიტუტის ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი; 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკუნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე. ავტორია 63 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციიუს თემა - "რენტგენოლოგიურ და კლინიკურ დიაგნოზთა შედარების საკითხისათვის წყლულოვანი დაავადების დროს", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.77; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.107 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |