The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავი

ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავი
დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:16 ნოემბერი, 1999  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1933 წელს.

1933 წელს იყო სოფელ გარეჯვრის საექიმო პუნქტის გამგე; 1934 წელს გორის რაიონული საავადმყოფოს ექიმ-ორდინატორი; 1935 წელს მუშაობდა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებაში; 1936 წლიდან თბილისის ცენტრალურ კლინიკური ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების ორდინატორად; 1937 წელს თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის ნორმალურ ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტნტია; კვალიფიკაციის ასამაღებლად მუშობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიული კლინიკის ორდინატორად აკადემიკოს გ. მუხაძესთან; 1937 წელს ტყიბულის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების და სისხლის გადასხმის კაბინეტის გამგეა; მეორე მსოფლიო ომის დროს კაპიტნის წოდებით დაინიშნა მდინარე ვოლგის სამხედრო ჯავშნოსანი კატარღების დივიზიონის სამედიცინო და სანიტარული სამსახურის უფროსად; ომში გამოჩენილი მამაცობისთვის მიენიჭა მაიორის წოდება და დაჯილდოვდა სხვადსხვა ორდენებით, მედლებით და დაიმსახურა სტალინის ორი მადლობა; 1948-1998წწ. აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკურ და ექსპერიმენტალურ კარდიოლოგიური ინსტიტუტის ფიზიოლოგიის და პათოფიზიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1948 წელს მივლინებული იყო მოსკოვის მე-3 სამედიცინო ინსტიტუტში ექსპერიმენტული ჰიპერტონიის გამომწვეველი მეთოდების ასათვისებლად; 1955-1956წწ. გაიარა ნეიროქირურგიის სპეციალიზაციის ციკლი თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში; გამოქვეყმებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სამი მონოგრაფია; 1958 წელს ერთ-ერთი მონოგრაფია ვაშინგტონის ბიბლიოთეკის მოთხოვნით გაიგზავნა ვაშინგტონში, მონოგრაფიაში აღწერილია ყველა არსებული ექსპერიმენტული ჰიპერტონიის გამომწვევი მეთოდები; 1959 წელს ერთ-ერთი სამეცნიერო ნაშრომი დაიბეჭდა ქ. რომში; საზოგადოება ცოდნის ლექტორი; მრავალი პერსონალური და ჯგუფური სამხატვრო გამოფენების მონაწილე საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ; მისი თაოსნობით, სოფელ ბერშუეთში აღდგენილ იქნა XII საუკუნის წმ. სამების სახელობის ეკლესია; წერდა მემუარებს, რომლებშიც წარმოდგენილია წინაპრების ცხოვრების ეპიზოდები, დოკუმენტური მასალა, ფოტოსურათები, საგვარეულო გერბები და სხა., გადაღებულია ფილმებში: "ფესვები" და "მაცივარში ვიღაც იჯდა"; სიცოცხლის ბოლო წლებში თავის გვართან (ელიოზიშვილი) ერთად აიღო დედის(ერისთავი) გვარიც და მის მერე მოიხსენიება, როგორც ელიოზიშვილი-ერისთავი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1955), საზოგადო მოღვაწე, მოყვარული მხატვარი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ექსპერიმენტური ჰიპერტენზიის გამოწვევის მეთოდების შესწავლის მასალები", დაიცვა 1954 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის თვითშემოქმედ მხატვარ ექმითა სტუდია "იმპულსი", დამაარსებელი და ხელმძღვანელი
  • საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის პრეზიდიუმი, საზოგადოებრივი წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი
  • ქ. გორის საზოგადოების საკრებულო, საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საერთაშორისო გამოფენა - კონკურსი(ბულგარეთი) , მხატვრული შემოქმედებითი კონკურსის ლაურეატის მედალი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: