შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა გორგოშიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1975წწ. იყო ხაშურის რაიონის ექიმი–ორდინატორი; 1975–1978წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ექიმი–რეანიმატოლოგი; 1978–1981წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის თერაპიისა და კარდიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1981–1984წწ. კათედრის ასისტენტი; 1984 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი თერაპევტ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის შრატის ანტიოქსიდანტური აქტივობა გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა კლინიკური ფორმების დროს", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.78 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |