შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1971 წელს; 1974 წელს ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა; 1978 წელს თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; 1980 წელს სინქრონული თარგმანის უმაღლესი კურსები; 1994 წელს ნატოს სამხედრო კოლეჯი (რომი); 1995-1996წწ. უსაფრთხოების პრობლემათა კვლევის ევროპული ცენტრი, სტრატეგიული გამოკვლევებისა და თავდაცვითი ეკონომიკის კოლეჯი (გერმანია); 1996-1997წწ. აშშ არმიის სამეთაურო გენერალური შტაბის კოლეჯი. 1974-1995წწ. იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1980-1992წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიისა და მათემატიკური ლოგიკის ლექტორი, დოცენტი; 1992 წელს ბატალიონ "ორბის" მეთაური; 1992-1993წწ. დაზვერვის ასეულის მეთაური; 1993 წელს I ბრიგადის მეთაური; 1993-1994წწ. N10143 სამხედრო ნაწილის მეთაური; 1994 წელს თავდაცვის სამინისტროს სამმართველოს უფროსი; 1998-2004წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლუისის მნიშვნელობის თეორიის 4 მოდუსი", დაიცვა 1982 წელს (კიევი). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 143; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.117 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |