The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე თევდორაძე

ელენე თევდორაძე
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1938  (83 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1995წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1962-1963წწ. იყო ქ. რუსთავის მე-12 საშუალო სკოლის პედაგოგი; 1963-1965წწ. ქ. რუსთავის კომკავშირის მდივანი; 1965-1972წწ. ქ. რუსთავის სკოლის დირექტორის მოადგილე; 1972-1974წწ. ქ. თბილისის მე-3 საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე; 1974-1975წწ. ქ. თბილისის 90-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე; 1975-1978წწ. ქ. თბილისის განათლების სამინისტრო; 1978-1982წწ. ქ. თბილისის 56-ე საშუალო სკოლის დირექტორი; 1982-1985წწ. ქ. თბილისის 121-ე საშუალო სკოლის დირექტორი; 1985-1995წწ. ქ. თბილისის 64-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქარათველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2011წწ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2004-2013წწ. შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 142; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 173

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი (2003-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი" , წეცრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარე (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატები" (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, თავმჯდომარე (2004-2008)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1993-2003)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ღირსების ორდენი
    საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის

გააზიარე: