The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე თევდორაძე

ელენე თევდორაძე
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1938  (80 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1960 წელს.

1962-1963წწ. იყო ქ. რუსთავის მე-12 საშუალო სკოლის პედაგოგი; 1963-1965წწ. ქ. რუსთავის კომკავშირის მდივანი; 1965-1972წწ.  ქ. რუსთავის სკოლის დირექტორის მოადგილე; 1972-1974წწ. ქ. თბილისის მე-3 საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე; 1974-1975წწ. ქ. თბილისის 90-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე; 1975-1978წწ.ქ. თბილისის განათლების სამინისტრო; 1978-1982წწ. ქ. თბილისის 56-ე საშუალო სკოლის დირექტორი; 1982-1985წწ.  ქ. თბილისის 121-ე საშუალო სკოლის დირექტორი; 1985-1995წწ. ქ. თბილისის 64-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე. 2004 წლიდან რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 142


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი (2003-)
  • საქართველოს მე-4, მე-5, მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-2008)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1993-)
  • შეწყალების სახელმწიფო კომისია, თავმჯდომარე (2004-2013)

გააზიარე: