The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი
Legal name:ვლადიმერ ასათიანი
Date of birth:16 November, 1955  (68 years)
Category:Scientist, Painter, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1977 წელს, 1990 წელს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მხატვრულ-ესთეტიკური აღზრდის მეთოდოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კათედრის გამგე; 2005 წელს ამავე ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ECTS შესაბამისი პროგრამები ბაკალავრიტის სპეციალობისთვის და ნატიფ ხელოვნებათა სამაგისტრო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ხორციელდებოდა სწავლება და შეიქმნა სილაბუსები; 2006-2010წწ. ესთეტიკის და ხელოვნების თეორიის კუთხით კითხულობდა ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში; 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების სამეცნიერო სასწავლო ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორია; მუშაობს ხელოვნების თეორიისა და ესთეტიკის დარგში; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას; გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ორი მონოგრაფია; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამხატვრო გამოფენებში საქართველოსა და საზღვარგარეთ. პერსონალური გამოფენები: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა, 2011), ხელოვნების მუზეუმი (ბათუმი, 2010), "მასკი" (თბილისი, 2008), "N" გალერეა (თბილისი, 2006), გაეროს სახლი (თბილისი, 2005), გალერეა "უნივერსი" (თბილისი, 2005), გაეროს სახლი (თბილისი, 2001), "თიბისი ბანკის" სათაო ოფისი (თბილისი, 1999), საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი (თბილისი, 1998); საერთაშორისო გამოფენები: ხელოვნების საერთაშორისო ვორქშოპი კარაჯაზუ -აფროდისია (ქ. იზმირი, თურქეთი, 2012), ხელოვნების საერთაშორისო ვორქშოპი (გიუზელბახჩე, თურქეთი 2013) დაიბეჭდა შესაბამისი კატალოგი, გამოფენა ბროდვეი გალერი (ნიუ-იორკი, აშშ, 2014) ნამუშევრები გამოქვეყნდა ჟურნალ "NY Art Magazine"- ში, ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა-ფესტივალი (ქ. როტერდამი, 2014) ნამუშევრები გამოქვეყნდა შესაბამის კატალოგში, საერთაშორისო გამოფენა "The illusion of reality" (ბოლონია, 2014) ნამუშევრები გამოქვეყნდა იტალიურ ჟურნალ "Art journal"-ში. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს საპატრიარქოში, ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში, იტალიის, აშშ, კანადის, თურქეთის, საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და იუნესკოში. მიღებული აქვს "Trevisan Internatiol art"-ის პრემია "Premio de Marchi" (ბოლონია, იტალია, 2014), სანდრო ბოტიჩელის პრემია - ორიგინალური სტილისტური ძიებებისთვის (ფლორენცია, იტალია, 2015), რომა იმპერიალეს საერთაშორისო პრემია მხატვრული ტალანტისთვის და მნიშვნელოვანი სამხატვრო კარიერისთვის (რომი, იტალია, 2015). ფერმწერი, ფილოსოფიის დოქტორი. ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია: www.vladimerasatiani.ge-ზე. 

დისერტაციის თემა - "სახვითი ხელოვნების მითოსური ფესვები".

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

Bibliography


Share: