The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან თედიაშვილი

ლევან თედიაშვილი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1948  (70 წლის)
კატეგორია:იურისტი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი 1971 წელს; 1976 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი.

1968-1971წწ. იყო თბილისის საავეჯო კომბინატის მუშა; 1980-1982წწ. კომკავშირის ცკ-ს სპორტული და თავდაცვის მუშაობის განყოფილების გამგე; 1982-1984წწ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 1986-1989წწ. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე; 1989-1993წწ. ერთობლივი საწარმოების "თსბ"-სა და "აბჯრის" პრეზიდენტი; 1993-1995წწ. კახეთის რეგიონში სახელმწიფო მეთაურის რწმუნებული. მონაწილეობდა ფილმში "ხარება და გოგია" (რეჟ. გ. შენგელაია). თავისუფალი სტილის მოჭიდავე. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 141; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი : geonoc.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1992 - საქართველოს N1 მეცენატი
  • 1978 - მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი
  • 1976 - XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი(მონრეალი)
  • 1973 - სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი
  • 1973 - მსოფლიოს თასის მფლობელი
  • 1973 - მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში
  • 1972 - XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი(მიუნხენი)
  • 1971 - სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • კინოფესტივალი "ოქროს არჩა", პირველი პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "ხარება და გოგია"
  • ლენინური კომკავშირის საპატიო ნიშნის ორდენი
  • საბჭოთა კავშირის საპატიო რკინიგზელი
  • ლენინის ორდენი
  • საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი)
  • ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978)
  • მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში(1971, 1973, 1974, 1975)
  • სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 1974)
  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: