შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პოლიო ირეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი. სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულირო სემინარიაში; მუშაობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სკოლებში მასწავლებლად; 1895 წელს მისი სახელი პირველად გამოჩნდა გაზეთ "ივერიის" ფურცლებზე; 1905 წელს დაწერა და 1908 წელს დაიდგა და თეატრების რეპერტუარში შევიდა მისი პიესა "დამარცხებულნი", ე. ნინოშვილის მოთხრობებიდან გადმოკეთებული "ქრისტინე", "სოფლის გმირები" ("ჩვენი ქვეყნის რაინდის" მიხედვით) და სხვ.; ავტორია მრავალი მოთხრობის: "გმინვა", "დედა", "ზღვის ნიავი" და სხვ.; მას ეკუთვნის ლ. ტოლსტოის რომანის "აღდგომა" პირველი თარგმანი; 1908 წელს სხვებთან ერთად გამოსცა იუმორისტული ჟურნალი "შუამავალი". იყო რედაქტორი ჟურნალებისა: "სალამურა", "სხივი", "ტარტაროზ", ნიანგი"; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "მნათობთან"; მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი; მისი ნაწარმოები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ და სომხურ ენებზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.352 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |