The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი თარგამაძე
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1998 წელს.

1985-1987წწ. მეოთხე მთავარი სამმართველოს საავადმყოფო- N 1 პოლიკლინიკა, სანიტარი; 1990-1992წწ. უროლოგია-ნეფროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო ბლოკის სანიტარი; 1992-1993წწ. გაზეთი "The Georgian Times" საზოგადოების განყოფილების რედაქტორი; 1993-1995წწ. შპს ქართულენოვანი ჯორჯიან თაიმზი, ჟურნალისტი; 1994-1995წწ. გაზეთი "არგუმენტი" – მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1995-1996წწ. გაზეთი "დილის გაზეთი" – პოლიტიკის განყოფილება; 1997-2002წწ. არასამთავრობო ორგანიზაციის თავისუფლების ინსტიტუტი, საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროგრამების მთავარი კოორდინატორი; 1997-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრი; საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველი პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 169

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • პარტია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", წევრი (2017-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2016)

გააზიარე: