შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ელიოზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: გორის რაიონი, სოფელი ნიქოზი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1899 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოში ორდინატორად; ქ. გორის საქალაქო ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგედ, გორის საავადმყოფოს მთავარ ექიმად; მისი ინიციატივით გაიხსნა საექიმო პუნქტი და აშენდა სამშობიარო სახლი სოფელ ნიქოზში; გორის მაზრის ექიმი; პირველ მსოფლიო ომში მუშაობდა სამხედრო ექიმად; მნიშვნელოვანია მისი შრომები თერაპიის აქტუალურ საკითხებზე; ავტორია სამედიცინო სახელმძღვანელოებისა ანატომიაში, ჰიგიენასა და ფიზიოლოგიაში; მისი წერილები მედიცინის საკითხებზე ხშირად ქვეყნდებოდა ჟურნალ-გაზეთებში; ეწეოდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას; მონაწილეობას ღებულობდა სამეცნიერო კონფერენციებში; იყო მრავალმხრივი პრაქტიკოსი ექიმი და წარმატებით მკურნალობდა სხვადასხვა დაავადებებს; გორის საზოგადოებამ ქალაქ გორის ერთერთ ქუჩას კონსტანტინე ელიოზიშვილის სახელი უწოდა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |