The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ელიოზიშვილი

კონსტანტინე ელიოზიშვილი
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:20 ოქტომბერი, 1954  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. გორი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გორის რაიონი, სოფელი ნიქოზი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1899 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოში ორდინატორად; ქ. გორის საქალაქო ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგედ, გორის საავადმყოფოს მთავარ ექიმად; მისი ინიციატივით გაიხსნა საექიმო პუნქტი და აშენდა სამშობიარო სახლი სოფელ ნიქოზში; გორის მაზრის ექიმი; პირველ მსოფლიო ომში მუშაობდა სამხედრო ექიმად; მნიშვნელოვანია მისი შრომები თერაპიის აქტუალურ საკითხებზე; ავტორია სამედიცინო სახელმძღვანელოებისა ანატომიაში, ჰიგიენასა და ფიზიოლოგიაში; მისი წერილები მედიცინის საკითხებზე ხშირად ქვეყნდებოდა ჟურნალ-გაზეთებში; ეწეოდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას; მონაწილეობას ღებულობდა სამეცნიერო კონფერენციებში; იყო მრავალმხრივი პრაქტიკოსი ექიმი და წარმატებით მკურნალობდა სხვადასხვა დაავადებებს; გორის საზოგადოებამ ქალაქ გორის ერთერთ ქუჩას კონსტანტინე ელიოზიშვილის სახელი უწოდა. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გორის საქალაქო საბჭო, დეპუტატი
  • გორის საქალაქო საბჭოს ჯანდაცვის სექცია, ხელმძღვანელი
  • საქართველოს ექიმთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ექიმთა სამეცნიერო საზოგადოების გორის ფილიალი, ხელმძღვანელი
  • საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სატერმინოლოგიო კომისია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - ლენინის ორდენი
  • 1948 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • 1946 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1945 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1945 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: