The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თადეოზი (მიტროპოლიტი)

თადეოზი
ოფიციალური სახელი:მირიან იორამაშვილი
დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1946
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 2015  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ფლავი, გორის რაიონი.

დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1974წწ. მუშაობდა სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში; 1974-1977წწ. სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში; 1977 წელი - მღვდელი; 1979 წელი - წილკნის ეპისკოპოსი; 1982 წელი - აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი; 1984 წელი - მანგლელი მთავარეპისკოპოსი; 1993-1995წწ. ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი; 1995-2003წწ. ბოლნისისა და დმანისის მთავარეპისკოპოსი; 2003 წელი - ბოლნისის მთავარეპისკოპოსი; 2005 წელი - თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი; 2010 წელი - მიტროპოლიტი; 2013 წლიდან პენსიაზე იყო და ეწოდა მარაბდელი მიტროპოლიტი. სისტემატურად აქვეყნებდა ლექსებს პერიოდულ პრესაში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 138; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.129; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.169-170 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - პრემია "საგურამო"

გააზიარე: