შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაერტ ზუბადალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1965 წელს. 1965-1969წწ. ცეკავშირის პურის ცხობისა და პურპროდუქტების სამმართველო, საქონელმცოდნე; 1969-1970წწ. ცეკავშირის პურითა და პურპროდუქტებით ვაჭრობის განყოფილება, უფროსი საქონელმცოდნე; 1974 წელს ვაჭრობის მთავარი სამმართველოს პურითა და საბაკალეიო საქონლით ვაჭრობის განყოფილების უფროსი; 1974-1978წწ. ვაჭრობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სასურსათო საქონლით ვაჭრობის დარგში; 1978-1986წწ. სასურსათო საქონლით ვაჭრობის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1986-1988წწ. დამზადების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვაჭრობის დარგში; 1988-1989წწ. თბილისის რესპუბლიკური სავაჭრო შემსყიდველი ბაზის დირექტორი; 1989-1990წწ. "საქკოოპდამზადებავაჭრობაბაზრების” მათავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი; 1990 წლიდან ცენტრალური საკოლმეურნეო ბაზრის დირექტორი; 1994 წელს სააქციო საზოგადოება "ცენტრსუპერმარკეტის" გენერალური დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის"; 2000-2003წწ. სააქციო საზოგადოება "ცენტრალური სუპერმარკეტის" დირექტორი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 136; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.165 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |