The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო ზოდელავა

ვანო ზოდელავა
ოფიციალური სახელი:ივანე ზოდელავა
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1957
გარდაცვ. თარიღი:5 თებერვალი, 2019  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1978 წელს.

1977-1978წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი; 1978 წელს მშენებლობის სამინისტროს N13 ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსი ოსტატი; 1978-1981წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1981 წელს უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1985წწ. კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1985-1988წწ. ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის კომკავშირის პირველი მდივანი; 1988-1990წწ. პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი; 1990-1991წწ. ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის რაიკომის მდივანი; 1991-1996წწ. ერთობლივი საწარმო "თბილისი ლინკისა" და "საქართველო-ამერიკის პარტნიორის" პრეზიდენტი; 1996-1997წწ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 1997 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერის I მოადგილე; 1997-1998წწ. ქ. ფოთის მერი; 1998-2004წწ. თბილისის მერი. ავტორია ოცამდე სამეცნიერო ნაშრომისა.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 135; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.212

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ფაზისის აკადემია, წევრი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1997 - ფოთის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: