The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემზარ ზენაიშვილი

ემზარ ზენაიშვილი
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1944  (79 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1966 წელს.

1967-1972წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1972-1988წწ. რაიკომის მდივანი, სექტორის გამგე, განყოფილების გამგე. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზაფხულის ხუთ და ზამთრის ოთხ ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიებსა და კონგრესებზე. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი ირანის ახალი ისტორიის საკითხებზე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 135; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: geonoc.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.304

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, დამფუძნებელთა საინიციატივო ჯგუფის წევრი (1991-)
  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, გენერალური მდივანი (1997-)
  • საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია, პირველი ვიცე-პრეზიდენტი
  • სპორტსაზოგადოება "შევარდენი", თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე (1986-1991)
  • სპორტულ ჟურნალისტთა მსოფლიო ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებაში, სპორტის ოლიმპიურ სახეობათა განვითარებაში, ოლიმპიზმის იდეების პროპაგანდაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია

  • თვესასწაული ყოველდღე : FIFA-ს ოფიც. გამოცემებში და ქართულ მედიაში გამოქვეყნებული სტატ. მონაც. 2006 წელს გერმანიაში ჩატარებული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ (ავტორი). - თბილისი, 2006. - 96გვ.. - ISBN: 99940-65-08-4
  • გადარბენა კალმით, უკალმოდ და დარდით (ავტორი). - თბილისი, გლობალ-პრინტი, 2002. - 200გვ.. - ISBN: 99928-64-60-5
  • ბედნიერების კუნძული : 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, საფრანგეთი, წერილები (ავტორი). - თბილისი, სარბიელი, 1998. - 152გვ.

გააზიარე: