The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ზეიკიძე

დავით ზეიკიძე
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხრანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1979 წელს.

1975-1994წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაიარა გზა რიგითიდან გენერლამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე, თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა : მაჟორიტარული, N27 მცხეთის საარჩევნო ოლქი. ამჟამად ეწევა ბიზნეს საქმიანობას. გენერალ-მაიორი. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 134; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.164

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • ღარიბთა დაცვის გაერთიანებული პარტია, თავმჯდომარე (1998-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკი
  • 1966 - სპორტის ოსტატი (თავისუფალ ჭიდაობა)

გააზიარე: