The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ზაუტაშვილი

გივი ზაუტაშვილი
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 2006  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადებისა ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს, სკკპ ცკ-ის უმაღლესი პარტიული სკოლა, ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა. 

1951-1957წწ. იყო კომკავშირულ სამუშაოზე; 1957-1976წწ. ყვარლის და გარდაბნის რაიკომის I მდივანი, საქართველოს კპ ცკ განყოფილების გამგის მოადგილე, სხვა პარტიული თანამდებობები; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ოთხი მოწვევის დეპუტატი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევი პარლამენტის  წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარი, საარჩევნო ოლქიN16 ყვარლის საარჩევნო ოლქი. აგროეკონომისტი

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 134; საქართღველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.163

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია, წევრი (1996-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1995-1999)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი დროშის ორდენი
  • შრომის ვეტერანის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: