The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენო ზაქარაია

გენო ზაქარაია
ოფიციალური სახელი:გენადი ზაქარაია
დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:მოქანდაკე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაჯახაო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1980 წელს.

1980 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში: ეროვნული გალერეა (თბილისი, 1981),  საერთაშორისო სიმპოზიუმი (რიგა, ლატვია, 1986), საერთაშორისო სიმპოზიუმი, კომპოზიცია "კორიდა" (ბიარიცი, საფრანგეთი, 1991, 1998), ქანდაკების საერთაშორისო სიმპოზიუმი "La Manche Cerisy La-Foret, Biennale de Sculpture Ouistreham Riva Bella" (საფრანგეთი, 2005) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს პარლამენტის, თბილისის, გორის, ოპოლოს (პოლონეთი), საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 133; art.gov.ge; სცენა: 1tvscena.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1983-)
  • შპს "საქართველოს მხატვარი", გამგეობის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 2002 - საერთაშორისო კონკურსის "Humanity Foundation"(აშშ) გამარჯვებული
  • 2002 - პირველი პრემია(გორი), ელისაბედ ერისთავის მემორიალური პორტრეტისათვის
  • 2000 - პირველი პრემია წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის, "ცხენი"
  • 1983 - პირველი პრიზი წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის , "ქალის ტორსი"

გააზიარე: