The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბონდო ზარნაძე

დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1969 წელს. 1971-1974წწ. იყო მშენებლობის სამინისტროს N4 ტრესტის განყოფილების უფროსი; 1974-1978წწ. ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1978-1982წწ. უფროსი მეცნიერ-თნამშრომელი; 1982-1988წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსების კათედრის დოცენტი. 80 სამეცნიერო სტატიის და მონოგრაფიების ავტორია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინვესტიციური პროცესები რეგიონალურ ეკონომიკაში", დაიცვა 1978 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 132

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეწარმეთა კავშირი, თავმჯდომარე (1989-)
  • საქართველოს მეწარმეთა პარტია, დამფუძნებელი და გენერალური მდივანი (1993-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ეკონომისტთა საზოგადოების ორი პრემია (1988, 1990)

გააზიარე: