შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ზარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სასარგებლო ნამარხთა გეოლოგიური საძიებო ფაკულტეტი 1933 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა 1936 წელს. 1937-1938წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1938-1948წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1938-1945წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის დოცენტი; 1945-1948წწ. პროფესორი; 1953-1956წწ. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი; 1948-1995წწ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის გამგე; 1995 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე წლიდან გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი. გამოქვეყნებული აქვს 25 წიგნი, 250-ზე მეტი სტატია, 7 სახელმძღვანელო, 18 მონოგრაფია. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიაში მაგმური პროცესების განვითარების კანონზომიერებანი და მათთან დკავშირებული გამადნებანი", დაიცვა 1945 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 132; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი:gtu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.327 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |