The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გოფოძე

ლევან გოფოძე
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1983–1984წწ. მუშაობდა რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში; 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის ურგენტული ქირურგიის პრობლემატურ საკითხებზე. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყლულოვანი ეტიოლოგიის გასტროდუოდენური სისხლდენების მკურნალობის ტაქტიკის არჩევა ჰიპოქსიის საკომპენსაციო სარეზერვო შესაძლებლობების შეფასების გზით", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.79

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - თბილისის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: