შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გოცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957–1965წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1971წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1971 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის I სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 97 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია; არის 7 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, ექიმი–მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორსულობის II ნახევრის ტოქსიკოზების მკურნალობა კონცენტრირებული მშრალი პლაზმით," დაიცვა 1965 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დისფუნქციური სისხლის დენების პათოგენეზი და მკურნალობა", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.80; ჩაჩავას კლინიკა: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |