The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მაისურაძე

გიორგი მაისურაძე
დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1817
გარდაცვ. თარიღი:18 ივლისი, 1885  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწვანე ყვავიალას სასაფლაო, ქ. ქუთაისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წინანდალი.

დაამთავრა პეტერბუგის სამხატვრო აკადემია 1844 წელს.

ქართული პორტრეტული ფერწერის რეალისტური მიმდინარეობის ფუძემდებელი; 1835 წელს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც ორი წლის მანძილზე სწავლობდა ხატვას; 1837 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში კარლ ბრიულოვის სახელოსნოში; იყო პირველი ქართველი და პირველი კავკასიელი, რომელიც სწავლობდა და დაამთავრა პეტერბუგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემია; სწავლის დამთავრების შემდეგ ცხოვრობდა ქუთაისში; მუშაობდა ქუთაისის გიმნაზიაში; იგი იყო ნიკო ნიკოლაძის, ნიკო მარის, აკაკი წერეთლის, ბესარიონ ღოღობერიძის, გრიგოლ აბაშიძის ხატვის მასწავლებელი; მისი ნამუშევარი "ალექსანდრე ბაგრატის ძე ბაგრატიონის" პორტრეტი წაღებული იყო მოსკოვის ხელოვნების დეკადაზე; ნამუშევრები: ავტოპორტრეტი(აკვარელი), ალექსანდრე ბაგრატის ძე ბაგრატიონის ძის(ზეთი, 1839), ალექსანრე გარსევანის ძე ჭავჭავაძის(ზეთი), სალომე ივანეს ასული ჭავჭავაძის(ზეთი), ივანე იაკობის ძე ჭავჭავაძის(ზეთი), ნიკოლოზ გიორგის ძე აბულაძის(ზეთი), ქალიშვილების ელისაბედის და ოლიმპიადას, გიორგი შერვაშიძის და მიხეილ შერვაშიძის, ა. ჭავჭავაძის ქალიშვილების ნინოს და ეკატერინეს, კონსტანტინე დადეშქელიანის, რაფიელ ერისთავის, ივანე კერესელიძის, დავით დადიანის და სხა გამოჩენილ პიროვნებათა პორტრეტები, "იყალთოს აკადემიის ხედი"; მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების და ზუგდიდის მუზეუმებში; ხატმწერი, ნაპოვნია მხოლოდ სამი ხატი: სახე უფლისა, იოანე მახარობელი, ლომისის წმინდა გიორგი; ისინი დიღმის წმინდა გიორგის საყდარში კანკელზე იყვნენ მოთავსებული; 1856 წლის 26 აგვისტოს გ. მაისურაძე დაჯილდოვებული იქნა მანიფესტით: მუქი ბრინჯაოს მედლით, წმინდა ანდრია პირველი მოციქულის ლენტზე სახსოვრად ოსმალეთთან წარმოებული ომისა 1853-1856 წლებში; იყო პეტერბურგში თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ შექმნილი ქართველოლოგიის წრის წევრი და ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა ძველ ხელნაწერთა შეგროვებას, გადაწერასა და მხატვრულ გაფორმებაში; სოფელ ვაჩნაძიანში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) ფუნქციონირებს გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი. პირველი ქართველი მხატვარი რეალისტი.

წყარო: mwvanekvavila.blogspot.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველოლოგიის წრე (პეტერბურგი), წევრი

გააზიარე: