The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ზალდასტანიშვილი

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1960
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 2017  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით 1982 წელს.

1982-1983წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრასთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინჟინერი; 1983-1984წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობაში პროგრამული მართვის კათედრის ლაბორანტი; 1984-1987წწ. ქ .დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტი; 1987-1989წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1989-1990წწ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის მკვლევარი; 1990-1992წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში და ამავე უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის კათედრის დოცენტი; 1992-1993წწ. საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის სამმართველოს უფროსი; 1993-1994წწ. თბილისის მერიის საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი; 1994-1995წწ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 1995-1998წწ. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრი; 1998-1999წწ.  ქ. ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 1999-2000წწ. ქ. ბრიუსელში ევროკავშირთან, ევროგაერთიანების კომისიებსა და ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2000-2005წწ. ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2005-2013წწ. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი; 2013 წლიდან ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი. 1998 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სახარატო დამუშავების დინამიური მოდელირება", დაიცვა 1987(დრეზდენი).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 131: 1tv.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: