შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ზაალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1970 წელს, 1976 წელს კი პეტერბურგის რეპინის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1970 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში; 1970-1972წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში; 1972 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტია; მუშაობდა სახვითი ხელოვნების მრავალ დარგში; გაფორმებული აქვს მრავალი ათეული წიგნი როგორც ქართველი მწერლების, ასევე უცხოელი ავტორების: ი. ცურტაველის "შუშანიკის წამება", უ. შექსპირი "რომეო და ჯულიეტა", "ქართული ზღაპრები", "ფრანგული ზღაპრები", ვ. ჰიუგო - "პარიზის ღვთისმშობლოს ტაძარი", ვ. ჰაუფის "ზღაპრები" და სხვ. შესრულებული აქვს ოფორტის სერიები: "შინ დარჩენილები", "რაღაც საიდუმლოებით დაფარული", "ბერძნული მოტივები", "მუსიკა ქუთაისის ბულვარში" და სხვ. შექმნილი აქვს ფერწერული ტილოები: "ბანოვანები არქეოპოლისიდან", "კარნავალი", "საზეიმო პროცესია". პლაკატები: "სერვანტესი", "მხატვრის კვირეული", "თ. აბაკელია", "საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში" და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვში, გერმანიის, ინგლისის, რუსეთის, საქართველოს კერძო კოლექციებში, ქუთაისის სამხატვრო გალერეაში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 130; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 232-233 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |