The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ზაალიშვილი

ნინო ზაალიშვილი
Date of birth:1 December, 1945
Date of death:2013  (at 67 years)
Category:Painter, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1970 წელს, 1976 წელს კი პეტერბურგის რეპინის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.

1970 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში; 1970-1972წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში; 1972 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტია;  მუშაობდა სახვითი ხელოვნების მრავალ დარგში; გაფორმებული აქვს მრავალი ათეული წიგნი როგორც ქართველი მწერლების, ასევე უცხოელი ავტორების: ი. ცურტაველის "შუშანიკის წამება", უ. შექსპირი "რომეო და ჯულიეტა", "ქართული ზღაპრები", "ფრანგული ზღაპრები", ვ. ჰიუგო - "პარიზის ღვთისმშობლოს ტაძარი", ვ. ჰაუფის "ზღაპრები" და სხვ. შესრულებული აქვს ოფორტის სერიები: "შინ დარჩენილები", "რაღაც საიდუმლოებით დაფარული", "ბერძნული მოტივები", "მუსიკა ქუთაისის ბულვარში" და სხვ. შექმნილი აქვს ფერწერული ტილოები: "ბანოვანები არქეოპოლისიდან", "კარნავალი", "საზეიმო პროცესია". პლაკატები: "სერვანტესი", "მხატვრის კვირეული", "თ. აბაკელია", "საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში" და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია  მოსკოვში, გერმანიის, ინგლისის, რუსეთის, საქართველოს კერძო კოლექციებში, ქუთაისის სამხატვრო გალერეაში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 130; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281;  ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 232-233

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (1996-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

Share: