The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ზაალიშვილი

მალხაზ ზაალიშვილი
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:9 სექტემბერი, 2016  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1941 წელს.

1941-1944წწ. საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს სან. ჰიგიენის ინსტიტუტის ქიმიკოს-ანალიტიკოსი; 1947-1951წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1951-1957წწ. ქ. გორის პედაგოგიური ინსსტიტუტის დოცენტი; 1962-1986წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბიოფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1986-2000წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2000-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი. არის 160 სამეცნიერო ნაშრომის, 11 გამოგონებისა და 1 წიგნის ავტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კუნთის შეკუმშვის ფიზიკო-ქიმიური საფუძვლები", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 130; reportiori.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.59

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

გააზიარე: