The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



თენგიზ ზაალიშვილი

თენგიზ ზაალიშვილი
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1949  (68 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1974წწ. ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1974-1985წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1986 უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-2000წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 2000-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის ფუნქციური გენომიკის განყოფილების ხელმძღვანელი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "АДР-რიბოზილირება ვირთაგვის ტვინის ბირთვებში", დაიცვა 1983 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვირთაგვის თავის ტვინის უჯრედების АДР-რიბოზილ ტრანსფერაზა: თვისებები და ბიოლოგიური როლი", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 130;

          http://www.science.org.ge/


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ბიოქიმიური საზოგადოება, წევრი (1984-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)
  • ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი (1991-)

გააზიარე: