The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ვახტანგიშვილი

დაბადების თარიღი:25 მარტი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ახალციხის რაიონი, სოფელი აწყური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1979 წელს, 1983 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 1984-1991წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1991-1993წწ. "საქართველოს შემნახველი ბანკი"-ს ნაძალადევის ფილიალის უფროსი; 1993-1994წწ. "საქართველოს შემნახველი ბანკი"-ს გამგეობის თავჯდომარის მოადგილე; 1994-1995წწ. "ახალი ქართული ბანკი"-ს გენერალური დირექტორის მოადგილე; 1995-1998წწ. "გაერთიანებული ქართული ბანკი"-ს გენერალური დირექტორის მოადგილე; 1998-2005წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი; 2006-2007წწ. კომერციული ბანკი "ხლებნი"-ს გამგეობის თავმჯდომარე; 2007-2008წწ.  სს "ხალიკ ბანკი ყაზახეთი"-ს გამგეობის თავმჯდომარის კონსულტანტი; 2008 წლიდან სს "ხალიკ ბანკ საქართველო"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამუშაო ძალის კვლავწარმოების ეკონომიკური კანონები", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 129; halykbank.ge


გააზიარე: