The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ვახანია

ნიკოლოზ ვახანია
Date of birth:28 August, 1930
Date of death:23 July, 2014  (at 83 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1954 წელს, 1957 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტურა. 1957 წლიდან გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1961-2008წწ. სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი; 1979-2005წწ. დირექტორი; 1964 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე და ასევე ფაკულტეტის დეკანი; 1970 წლიდან ამავე უნივერსიტეტის შემთხვევით პროცესთა თეორიის კათედრის გამგე; კითხულობდა ლექციებს უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში.  ავტორია საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სასაზღვრო ამოცანები სიმის რხევის განტოლებისთვის სწორკუთხოვან არეებში", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "წრფივ სივრცეებში ალბათურ განაწილებათა თეორიის საკითხები", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 128; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.319

Member of Organizations

  • ენციკლოპედია "საქართველოს" მთავარი სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • მათემატიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, ხელმძღვანელი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2001-2014)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 2000 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1992 - ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია
  • 1976 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Share: