The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ვაჩაძე

მაია ვაჩაძე
დაბადების თარიღი:29 აპრილი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1984 წელს.

1984-1985წწ. თბილისის საქარხნო რაიონის სასამართლოს სტაჟიორ-მოსამართლე; 1985-1987წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კანონთა წიგნის მომზადების სამმართველოს რედაქტორი, უფროსი რედაქტორი; 1987-1989წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ორგანოების სამმართველოს კონსულტანტი, უფროსი კონსულტანტი; 1989-1991წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროპაგანდის განყოფილების უფროსი კონსულტანტი; 1991-1992წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეგისტრაციის სამმართველოს საინფორმაციო განყოფილების უფროსი; 1992-1995წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი, იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის წევრი; 1995-1998 თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციული მოსამართლე; 1998-1999წწ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 1999 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 128;საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი: supremecourt.ge


გააზიარე: