The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინე ვაშაყმაძე

მარინე ვაშაყმაძე
დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1958  (67 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1979 წელს.

1979-1985წწ. გაზეთ "თბილისის" კორესპონდენტი; 1985-1989წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" განყოფილების გამგე; პირველი ქართული ციფრული ფოტობანკის დამფუძნებელი (1996); 1990-1996წწ. საქართველოში პირველი დამოუკიდებელი გამოცემა, ჟურნალ "კალთას" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 1988 წლიდან "ახალი ქართული გაზეთის" უფროსი რედაქტორი; 1996 წლიდან ლიტერატურის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 1997 წლიდან ჟურნალისტური სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1997-2003წწ. ჟურნალ "სტუდიას" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი1997-2004წწ. ახალგაზრდა ჟურნალისტთა სკოლის "სტუდიას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 1998-1999წწ. არის "ახალი ქართული გაზეთის", შეფ-რედაქტორი; პირველი დასავლური ნიუსრუმის დამფუძნებელი და ხელმძღვ. საქართველოში  არის ჟურნალისტური სტატიებისა და დოკუმენტური ფილმების სცენარის ავტორი. 2002 წლიდან ICFJ ProMedia II პროექტი, ასოცირებული დირექტორი. 2002-2005წწ. იკავებდა მოწვეული პროფესორის პოზიციას Louisiana State University, Manship School of Mass Communication; 2003–2005წწ. მედიაჟურნალ "მედიატორი"–ს დამფუძნებელი და რედაქტორი; 2002–2006წწ. International Centre for Journalists – Caucasus (CCFJ) დირექტორი; 2006-2018წწ. RFE/RL ("რადიო თავისუფლება"), თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი; 2007–2011წწ. ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010–2015წწ. "ღია საზოგადოება საქართველო"–ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 2013 წლიდან  New Vision University-ის მედიისა და კომუნიკაციის სკოლის დეკანი; 2019 წლიდან არის  Euronews Georgia, ევროპული ბორდის წევრი, ედიტორიალის ხელმძღვანელი; 2018-2019წწ. აჭარის საზოგადოებრივ ტელევიზიაში სტრატეგიული მრჩეველი; 2018-2023წწ. კავკასიის უნივერსიტეტი, მედიის სკოლა, სრული პროფესორი; 2018–2023წწ., 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება, პროფესორი2003–2010წწ. GIPA, კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლა (CSJMM) პროფესორი; მან მოამზადა და გამოსცა პირველი დასავლური ტიპის ქართული სტილისტიკური ცნობარი ჟურნალისტთათვის (2001). დაამკვიდრა მდგრადი სამეცნიერო-პედაგოგიური კარიერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე; ხელი შეუწყო მედიალოგიისა და საერთაშ. ჟურნალისტიკის კათედრის განვითარებას.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თანამედროვე ქართული ნარკვევი", დაიცვა 1986 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 128; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge


გააზიარე: