The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ვაშაყმაძე

დაბადების თარიღი:8 მაისი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-1997წწ. იყო მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წლიდან სასტუმრო "გუდაურის" სპორტის დეპარტამენტის მენეჯერი; 1994 წლიდან "მდგრადი ტურიზმის განვითარების ცენტრის" დამფუძნებელი და დირექტორი; 1994-1996წწ. საერთაშორისო ტელესაკომუნიკაციო და საინფორმაციო ცენტრის (ITIC) საბჭოს თავმჯდომარე. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და ტურიზმის საკითხებზე. შავი ზღვის ტურიზმის პროექტის ეროვნული კონტრაქატორი, საქართველოს პარლამენტის ექსპერტ-კონსულტანტი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 127

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის მთიანეთის ფორუმის დირექტორთა საბჭო, წევრი (1997-)
  • მსოფლიო მთიანეთის ფორუმის განვითარების საბჭო, წევრი

გააზიარე: