შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ვარვარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1964 წელს, 1970 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1989-1993წწ. ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი; სამხატვრო აკადემიის პროფესორი, გრაფიკის მიმართულების ხელმძღვანელი. 1968 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. პერსონალური გამოფენები: ქართული კულტურის ცენტრი მზიური (1992, მოსკოვი, რუსეთი), International Images Art Gallery (1997, სევიკლი, აშშ); ჯგუფური გამოფენები: პლაკატის მე-5-ე საკავშირო გამოფენა (1976, მინსკი, ბელორუსია), ესტამპის მე-16-ე საერთაშორისო გამოფენა (კანაგავა, იაპონია, 1990), საქართველოს ხელოვნება, ფრანშ კონტე, ტურენ ლა გროსი, ბელგია, 1993), Modern Art CentreTessandra (ჰააგა, ნიდერლანდები), ხელოვნების აკადემია (თეირანი, ირანი, 2007), Gallery Plaza Dali (მადრიდი, ესპანეთი, 2009) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ეროვნული გალერეაში, ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში (ნიუ ჯერსი, აშშ), International Images გალერეაში (აშშ), გრაფიკული დიზაინის ნაციონალური კოლექციაში (ლისტოუელი, ირლანდია), კანაგავას თანამედროვე გრაფიკული ხელოვნების მუზეუმში (იაპონია), ნორტონ დოჯის (აშშ); გერდა ფონ ჰოფის (გერმანია) და სხვ., აგრეთვე კერძო კოლექციებში. მიღებული აქვს ჯილდოები: ბრნოს გრაფიკის საერთაშორისო ბიენალეს ბრინჯაოს მედალი (ჩეხოსლოვაკია, 1980), წლის საუკეთესო ნამუშევარი (1984, 1988), CIFA რეკლამის კავკასიის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (თბილისი, საქართველო, 2001), თბილისის წიგნის მე-4-ფესტივალი(საქართველო), საუკეთესო მხატვრული გაფორმება (2002), " Yellow Pencil" D&AD სტუდენტთა საერთაშორისო კონკურსი(ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2006). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 125; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 222-223 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |