შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ესაკია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნატანები, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი რადიო-ტელევიზიის სპეციალობით 1966 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კომიტეტში; 1998-2000წწ. კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი; ხელმძღვანელობს არასამთავრებო ორგანიზაციას "ენერგეტიკისა და კომუნიკაციების განვითარების ჯგუფი" და მუშაობს საქართველოში განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროების პროექტებზე. ავტორია წიგნების: "ციფრული იერარქიის სინქრონული ქსელები" და "საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 124 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |