The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ესაკია

სერგო ესაკია
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნატანები, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი რადიო-ტელევიზიის სპეციალობით 1966 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კომიტეტში; 1998-2000წწ. კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი; ხელმძღვანელობს არასამთავრებო ორგანიზა­ციას "ენერგეტიკისა და კომუნიკაციების განვითარების ჯგუფი" და მუშაობს საქართველოში განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროების პროექტებზე. ავტორია წიგნების: "ციფრული იერარქიის სინქრონული ქსელები" და "საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები". 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 124

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების საკოორდინა­ციო საბჭო, თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: