The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ერისთავი

დიმიტრი ერისთავი
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1931
გარდაცვ. თარიღი:5 აგვისტო, 2021  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხარტვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1956 წელს.

1962 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარი; 1967-1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პედაგოგი, ხოლო 1982 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. გამოფენებში მონაწილეობს 1957 წლიდან. თანამშრომლობდა ჟურნალ "ნიანგთან", ჟურნალ "ცისკართან", გაზეთ "ლიტერატურული საქართველოსთან". პერსონალური გამოფენები: საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზი(თბილისი, 1966); მეგობრობის სახლის საგამოფენო დარბაზი(ბელგრადი, 1986); გალერეა TMS(2002), გალერეა "შარდენი"(2008) და სხვ. მხატვარია შემდეგი ფილმების: "ექსპრეს-ინფორმაცია" და "არს ნათელი", "მთვარის ფავორიტები", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "გიორგობის თვე", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" და სხვ. პუბლიკაციები: "დიმირტი ერისთავი - 100 რეპროდუქცია"(ალბომი, გამომცემლობა ხელოვნება, თბილისი, 1979), "ჰამლეტი"(უ. შექსპირი, ყდის გაფორმება და ილუსტრაციები, 1981), "ქართული ხალხური ზღაპრები"(ყდის გაფორმება და ილუსტრაციები, 1983), "100 ქართველი და 100 ეპიზოდი"(ყდის გაფორმება და ილუსტრაციები, 1994) და სხვ. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: მედალი საუკეთესო გრაფიკული პორტრეტისათვის (მ. აბაზაძის პორტრეტი, 1963), წლის საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი (შექსპირის ჰამლეტის ილუსტრაციებისათვის, 1976), ამიერკავკასიის რესპუბლიკების ბიენალეს მედალი (1986), I პრემია (საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრისათვის, 2005).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 122; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1957-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2006 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1990 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1985 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1967 - საქართველოს კომკავშირის პრემია

გააზიარე: