The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ელიზბარაშვილი

ნინო ელიზბარაშვილი
დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საკავშირო ტექნიკური ინსტიტუტი 1973 წელს; 1979 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური მოძღვრების კათედრის ასპირანტურა.

1973-1979წწ. იყო ქალაქის საბჭოს კომკავშირის კომიტეტის მდივანი, კალინინის რაიონის მეორე და პირველი მდივანი; 1979-1987წწ. საქართველოს კპ ცკ გამომცემლობის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1987-1990წწ. პროფკავშირის კოოპერატივებისა და მცირე ბიზნესის კომიტეტის თავმჯდომარე; 1990-1991წწ. პარლამენტის კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი; ამერიკული ჟურნალის: "ეკონომიკური რეფორმები დღეს" (ქართულ ენაზე) და საინფორმაციო ბიულეტენ "ბიზნეს-ნობათის" გამომცემელი; მიღებული აქვს 1980 - საქართველოს სსრ პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1980). არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალი და ბიზნესის" ხელმძღვანელი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 122; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.338

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასოციაცია "ქალი და ბიზნესი", პრეზიდენტი
  • ბიზნესის მფლობელ ქალთა საერთაშორისო ფონდი, თავმჯდომარე
  • საერთაშორისო კინოსა და ტელევიზიის განვითარების ფონდი "ალფა-TV", კურატორი
  • საზოგადოება "ვარკეთილი", საპატიო წევრი
  • ქალთა საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: