შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დათო ევგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსევატორია 1982 წელს; 1985 წელს ასპირანტურა. 1985-1986 წლებში მისი ნაწარმოებები იდგმებოდა დიდი თეატრის სცენაზე; 1987 წელს განახორციელა პირველი წარმოდგენები ნიუ-იორკში; 1988 წლიდან კონტრაქტით მუშაობდა საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში, მონაწილეობდა ჯაზ-ფესტივალებში. დაწერილი აქვს სიმღერები, 5 საგუნდო, 2 სიმებიანი კვარტეტი, საფორტეპიანო პრელუდიები, რომანსები, სონატა ვიოლონჩელოსთვის და სხვ. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსის გრან-პრი (1983), პრიზი "მანა" (1996), წლის საუკეთესო მუსიკოსის წოდება (1997, თბილისი). წერს მუსიკას სპექტაკლებისათვის, ფილმებისათვის, მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 121; წიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |