The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ედიშერაშვილი

ვალერიან ედიშერაშვილი
დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1924
გარდაცვ. თარიღი:1990  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1951 წელს.

1952-1963წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეპარატორი, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 1963-1968წწ. იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; საქართველოს რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე, კადრების უფროსი, კოლეგიის წევრი; 1978 წლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 1977-1990წწ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პირველი მოადგილე. მინიჭებული აქვს მოსამართლის პირველი კლასის ჩინი, იუსტიციის III კლასის სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 121; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.25

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს უზენაესი სასამართლო, წევრი (1991-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული იურისტი

გააზიარე: