შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე დოჩანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გიუმრი, სომხეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1939 წელს. 1943-1953წწ. იყო ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1960-1989წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არმენოლოგიის კათედრის პროფესორი; 1981-1999 წწ. გამოაქვეყნა "მცხეთური ხელნაწერი" ექვს წიგნად. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები ადიშის ოთხთავის არმენიზმების საკითხისათვის", დაიცვა 1946 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მცხეთური ხელნაწერი და ბიბლიური წიგნების ძველი ქართული ვერსიის გენეზისის პრობლემა", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 119 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |