The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე დოჩანაშვილი

ელენე დოჩანაშვილი
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:2013  (96 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გიუმრი, სომხეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1939 წელს.

1943-1953წწ. იყო ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1960-1989წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არმენოლოგიის კათედრის პროფესორი; 1981-1999 წწ. გამოაქვეყნა "მცხეთური ხელნაწერი" ექვს წიგნად. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები ადიშის ოთხთავის არმენიზმების საკითხისათვის", დაიცვა 1946 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მცხეთური ხელნაწერი და ბიბლიური წიგნების ძველი ქართული ვერსიის გენეზისის პრობლემა", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 119

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - აკაკი შანიძის სახელობის პრემია
  • 1943 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია

  • მცხეთური ხელნაწერი : სულხან-საბა ორბელიანის მიერ დართული "საძიებელნი მოწმობა", "ებრაელთა, "ქალდეველთა და იონთა სახელებთა თარგმანებანი", "საძიებელნი მატიანეთანი" (ავტორი). - თბილისი, ნაკერი, 1999. - 87გვ.
  • მასალები ადიშის ოთხთავის არმენიზმების საკითხისათვის : ფილოლოგ. მეცნ. კანდიდატ. სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი სადისერტაციო შრომის თეზისები (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1946. - 6გვ.

გააზიარე: