შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როსტომ დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთვრა ქ. მოსკოვის ეკონომიკურ-სტატისტიკური ინსტიტუტი 1967 წელს. 1957-1960წწ. მუშა, გემთმშენებელი ქარხანა; 1967-1971წწ. ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის ინჟინერ-ეკონომისტი, საწარმოო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, პარტკომის მდივანი; 1971-1974წწ. ბათუმის პარტიის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი; 1974-1984წწ. ბათუმის აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1984-1990წწ. ქ. ბათუმის მერი; ბათუმის საქალაქო საბჭოს არაერთგზის დეპუტატი; 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 118; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.153 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |