The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როსტომ დოლიძე

როსტომ დოლიძე
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1939
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 2010  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთვრა ქ. მოსკოვის ეკონომიკურ-სტატისტიკური ინსტიტუტი 1967 წელს.

1957-1960წწ. მუშა, გემთმშენებელი ქარხანა; 1967-1971წწ. ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის ინჟინერ-ეკონომისტი, საწარმოო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, პარტკომის მდივანი; 1971-1974წწ. ბათუმის პარტიის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი; 1974-1984წწ. ბათუმის აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1984-1990წწ. ქ. ბათუმის მერი; ბათუმის საქალაქო საბჭოს არაერთგზის დეპუტატი; 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 118; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.153

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი აფხაზეთი - ქრისტიან დემოკრატები", წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი" , წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, მთავარი საბჭოს წევრი

გააზიარე: