Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით დოიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი 1993 წელს. 1998-2000წწ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი; მიიწვიეს ინგლისში, ლონდონის West Yorkshire Playhouse თეატრში, მერე კი სანქტ–პეტერბურგის მარინის თეატრში; 1994-1997წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრალურ ინსტიტუტში; 2004 წლიდან მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. დამდგმელი რეჟსორია სპექტაკლებისა: გუსტავ ფლობერის "მადამ ბოვარი" (1993), რიუნოსკე აკუტაგავას "ცხოვრება იდიოტისა" (1994), უილიამ შექსპირის "მეფე ლირი" (1995), ლონდონის West Yorkshire Playhouse თეატრში არტურ მილერის "სეილემის პროცესი” (1996), ოსკარ უაილდის "სალომეა" (1998), დავით ტურაშვილის "ჯინსების თაობა" (2001) და სხვ. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 116; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |